73 წლის ელვინ სტრეიტი ინფაქტის გადატანის შემდეგ იგებს რომ სიცოცხლე ცოტაღა დარჩა და უარს ამბობს მკურნალობაზე. სიკვდილის წინ მას უნდა თავისი ძმის ნახვა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს წარსულში სულელური კამათის გამო. ელვინი ყოფილი სნაიპერია და მხედველობა აქვს დაქვეითებული. ამის გამო მას მართვის მოწმობას არ აძლევენ – ამიტომ ის ძმის სანახავად პროვი...
1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის იდუმალი გარემოებები.
ლოლა და მანი ბერლინში ცხოვრობენ და ერთმანეთი ძალიან უყვართ. და როდესაც მანი - დიდი ბანდიტის პატარა კურიერი - კარგავს ბოსის ფულით გატენილ ჩანთას, მისი გადარჩენა მხოლოდ ლოლას შეუძლია. მაგრამ იმისათვის, რომ ასი ათასი მარკა იშოვნოს, ლოლას მხოლოდ 20 წუთი აქვს.
ჩე გევარა. ლეგენდის დაბადება. ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ექიმის ისტორია, რომელიც გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, კუბური გადატრიალების ხელმძღვანელი, უამრავი თაობის კუმირი და რომანტიკული რევოლუციის სიმბოლო გახდა. ფილმის პირველი ნაწილი.
ჟურნალისტი დევიდ ლოკი ჩამოდის ჩრდილოეთ სახარაში მასალების შესაგროვებლად, მაგრამ სამუშაო არ მისდის. მომდევო რთული–ცხელი დღე უსიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: მოკვდება მეზობელი, რომელიც ცხოვრობს მეზობელ ნომერში. ლიუკი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს: ის წაიღებს გარდაცვლილის ტანსაცმელს, პასპორტში სურათებს ადგილებით შეცვლის და მიემგზავრება.
ევან ტრებორნი გამოიგონებს წარსულში მოგზაურობის მექანიზმს. ამით მას შესაძლებლობა აქვს დაბრუნდეს თავისი ბავშვობის სხეულში და რაღაცრაღაცეები სხვანაირად გააკეთოს. მაგრამ დაბრუნებისას აღმოაჩენს, რომ რაც გამოასწორა, იმას, ახლანდელ დროში ფატალური შედეგები მოჰყვა. მას ისევ და ისევ ახლიდან უწევს წარსულში დაბრუნება, მაგრამ უკეთესობა ამით არ ხდება.
ეს არის უბრალო სომალელი გოგონას - ვარის დირიეს ისტორია. 13 წლის ის ოჯახიდან გაიქცა, მოგადიშომდე მიაღწია და შემდეგ, ლონდონში აღმოჩნდა. რამნდენიმე წლის შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. ვარისი არ იყო პირველი მუქკანიანი მოდელი, თუმცვა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა და FGM-თან ბრძოლის ფონდი დააარსა. სცენარი დაფუძნებულოია ვარის დირიეს და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე.